სპორტი

კორონავირუსის გავრცელების გამო უეფამ შესაძლოა ევროტურნირები შეაჩეროს

უეფას ეგიდით მიმდინარე ტურნირები შესაძლოა შეჩერდეს, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია გაუარესდება. იტალიური გამოცემა Rai Sport-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ უვამ განაცხადა.

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვაკვირდებით სიტუაციას. ფეხბურთი ქვეყნის კანონმდებლობას უნდა ეწყობოდეს. ვცდილობთ არ შევაჩეროთ ტურნირები, თუმცა თუ სიტუაცია გაუარესდება, მოგვიწევს ტურნირების შეჩერება“, – აცხადებს მიშელ უვა.

იტალიის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1-ელ მარტს დაგეგმილი „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი კორონავირუსის გავრცელების საფთტხის გამო გულშემატკივრების გარეშე გაიმართება.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსმა ამ დროისთვის 2 701 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 80 150 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 27 626 ადამიანი. 

მსგავსი სიახლეები

ზაზა ფაჩულია ადასტურებს რომ კარიერა დაასრულა

ადმინისტრატორი

მინსკი 2019 – ქართველმა სამბისტებმა ქვეყანას 11 მედალი მოუტანეს

ადმინისტრატორი

ვაკო ყაზაიშვილმა კლუბის მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტზე ისაუბრა

ადმინისტრატორი

„დინამო თბილისმა“ ახალწვეულები წარადგინა

ადმინისტრატორი

თბი­ლი­სის “ლო­კო­მო­ტი­ვის” ფეხ­ბურ­თელ­მა მა­მია გა­ვა­შე­ლიშ­ვილ­მა სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა

ადმინისტრატორი

“ბარსელონას” პრეზიდენტმა დაადასტურა – ერნესტო ვალვერდე კლუბში რჩება

ადმინისტრატორი