სამართალი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მთავრობამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძე წარუდგინა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად, მთავრობამ კონკურსის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.

ლორთქიფანიძეს იურიდიული კომიტეტზე მოუსმენენ, პლენარულ სხდომაზე კი განხილვის გარეშე ჩატარდება კენჭისყრა. გოჩა ლორთქიფანიძეს მხარდაჭერა მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა გამოუცხადოს.

6 ახალი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში მე-19 ასამბლეაზე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპიდან (ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება). საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს. ჰააგის მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის ვადაა 2020 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 30 მარტამდე პერიოდი.

მსგავსი სიახლეები

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ადმინისტრატორი

დღეს მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

ადმინისტრატორი

თბილისში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ადმინისტრატორი

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო

ადმინისტრატორი

შსს-ს განმარტება იულია სუსლიაკის საქართველოში არ შემოშვების ფაქტთან დაკავშირებით

ადმინისტრატორი

თუ საპატრიარქო არ ჩაერევა, ვფიქრობ ჩემს ძმას გაათავისუფლებენ – დეკანოზ მამალაძის ძმა

ადმინისტრატორი