მსოფლიო

კორონავირუსის გამო, ესპანეთის მოსახლეობას, საჭირო შემთხვევების გარდა სახლიდან გასვლა აეკრძალა

ესპანეთის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში გადაადგილება შეზღუდა. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა საბჭო იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარეთ გასვლის უფლება ექნება მხოლოდ მას, ვინც მიდის სამსახურში, ან საკვები, წამლები, ან პირველადი გამოყენების პროდუქცია უნდა იყიდოს. შეზღუდვა აგრეთვე ეხება მათ, ვინც მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს უვლის, ან საქმე აქვთ ბანკში, ან სადაზღვევო კომპანიაში. აგრეთვე გათვალისწინებული იქნება ფორს-მაჟორული სიტუაციები.

გარდა ამისა, ქვეყანაში დაიკეტება ყველა მაღაზია, გარდა საკვები პროდუქციის მაღაზიებისა და აფთიაქებისა, აგრეთვე დროებით შეწყვეტს მუშაობას ბარები და სასწავლო დაწესებულებები.

ახალი კორონავირუსის შედეგად, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, ევროპის ქვეყნებიც დაზარალდნენ. ვირუსის ყველაზე მსხვილი აფეთქება იტალიაში მოხდა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულია 1 441 ადამიანი. ევროპის ქვეყნებში, ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას ესპანეთი მოსდევს, სადაც ინფიცირების 5 753 შემთხვევის შესახებ არის ცნობილი, ხოლო გარდაცვლილია 136 ადამიანი. ქვეყანაში მოქალაქეებს, აუცილებელი შემთხვევების გარდა უკვე ეკრძალებათ სახლის დატოვება.

13 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პანდემიის ეპიცენტრმა ევროკავშირში გადაინაცვლა. ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, აშშ-მა, ევროპის ქვეყნებისთვის დროებით ჩაკეტა საზღვარი, გამონაკლისს მხოლოდ დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156 396 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 5 833-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 73 968 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები

პარიზში, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ქართველებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ადმინისტრატორი

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ინდოეთის ოკეანეში სამხედრო სწავლებას გამართავენ

ადმინისტრატორი

დღეიდან ევროპულ პროდუქციაზე ამერიკამ ახალი გაზრდილი ტარიფი აამოქმედა

ადმინისტრატორი

ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას“ 13 ადამიანი ემსხვერპლა

ადმინისტრატორი

უმსხვილესი რუსული ინტერნეტ-პორტალი Tourdom.ru

ადმინისტრატორი

დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში საკუთარი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა

ადმინისტრატორი