სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებს დაკითხავენ

20 ივნისის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე, მისივე პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებს დაკითხავენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმითვე, დღევანდელი სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

„დაცვის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც იმ საღამოს ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით იმყოფებოდნენ. მოწმეები დაადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს სხვა ათასობით ადამიანისგან განსხვავებული იქ არაფერი ჩაუდენია. ოქრუაშვილი იქ რომ იყო, ამას მოწმეები დაადასტურებენ, მაგრამ მას არაფერი უკანონო არ ჩაუდენია“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

“ნელა”, “ფრთხილად” – პოლიცია მომიტინგეს აკავებს (ვიდეო)

ადმინისტრატორი

თბილისში “სპარის” თანამშრომელი დაჭრეს

ადმინისტრატორი

“სათვალიანი საჩივარი” – ლაშა ჩხარტიშვილის საჩივარი სასამართლომ არ მიიღო

ადმინისტრატორი

ვაკეში ქურდობის ოთხ ფაქტზე სამი არასრულწლოვანია დაკავებული

ადმინისტრატორი

გამოვლენილია დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი, რაზეც დაკავებულია 12 პირი

ადმინისტრატორი

დღეს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პროკურატურაში ოქრუაშვილის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანს

ადმინისტრატორი