მსოფლიო

კიევში კარანტინი გამოცხადდა

კიევში 17 მარტიდან მაქსიმალურად შეზღუდავს ქალაქში და ქალაქიდან მიმოსვლას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი კორონავირუსის გავრცელება. ამის შესახებ დედაქალაქი მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

“17 მარტიდან კიევში მაქსიმალურად შეიზღუდება გადაადგილება უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებთან”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კიევში აგრეთვე შეზღუდავენ კულტურულ, სპორტულ, სოციალურ ღონისძიებებს, სადაც მასიურად იღებს ხალხი მონაწილეობას. შეჩერდება სავაჭრო ცენტრების მუშაობა, დროებით დაიხურება სწრაფი კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარები, თუმცა მათ ნებადართული აქვთ კლიენტებს ადგილზე მიტანით მოემსახურონ.

“ჩვენ გვესმის, რომ ეს მაცხოვრებლებისთვის დისკომფორტი, ხოლო ბიზნესისთვის წაგებაა. მაგრამ ეს სავალდებულო და დროებითია. შემოსავლები და ფულის მნიშვნელოვანია, თუმცა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კლიჩკომ.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 169 387 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 6 513-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 77 257 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა

ადმინისტრატორი

ჰილარი კლინტონმა ტრამპს რუსეთის მარიონეტი უწოდა

ადმინისტრატორი

ირანი ამერიკის ზეწოლას არ დაემორჩილება

ადმინისტრატორი

ბრაზილიაში მიწის დამუშავება ამაზონის ტყის ხანძრის გამო დროებით აიკრძალა

ადმინისტრატორი

კრემლი თურქეთისგან სირიაში ოპერაციის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას ითხოვს

ადმინისტრატორი

დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა

ადმინისტრატორი