ეკონომიკა

ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელების აქტუალურ კითხვებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პასუხები მოამზადა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელებისათვის საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით აქტუალურ შეკითხვებზე პასუხები მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება გადამხდელებს მიიღონ სწორი ინფორმაცია დაწესებულ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით.

1. რა საგადასახადო შეღავათი განესაზღვრათ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ
პირებს?

ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. შეღავათი შეეხება შემდეგი სახეობის დეკლარაციებს:
– გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია (საშემოსავლო);
– საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია;
– საწარმოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.

2. ტურიზმთან დაკავშირებული რომელი საქმიანობების განმახორციელებელ პირებზე გავრცელდება შეღავათი?

შეღავათი გავრცელდება ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც ახორციელებენ:
➢ განთავსების მომსახურებას (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები);
➢ კვების მომსახურებას (რესტორნები, კაფეები, ბარები და სხვა კვების ობიექტები);
➢ ტუროპერატორულ მომსახურებას (ტურისტული სააგენტოები);
➢ სატრანსპორტო მომსახურებას (ავიასერვისები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავება და სხვადასხვა სახით ტურისტებისთვის სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება);
➢ საექსკურსიო მომსახურებას;

➢ საკონფერენციო მომსახურებას;
➢ გასართობ მომსახურებას (გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, საბავშვო ცენტრები
და სხვა მსგავსი გასართობი ობიექტები);
➢ სხვა საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც ორგანიზებული სახით
მომსახურებას უწევს ტურისტებს (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების).

3. რომელი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხულ გადასახადებს შეეხება გადავადება?

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე – მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში სავადო თარიღებით დარიცხულ თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის საანგარიშო პერიოდების გადასახადს. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის საფუძველზე – 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და აღნიშნულის საფუძველზე 2020 წლის 15 მაისის სავადო თარიღით დარიცხულ მიმდინარე (საავანსო) გადასახდელს.

საწარმოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის საფუძველზე – 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხულ ქონების გადასახადს და მის საფუძველზე 2020 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით დარიცხულ ქონების მიმდინარე (საავანსო) გადასახდელს.

4. რა პერიოდამდე მოხდება გადახდის გადავადება? გადასახადის გადახდა გადავადება 2020 წლის 1 ნოემბრამდე.

5. შეეძლება თუ არა პირს 1 ნოემბრამდე გადასახდელ თანხაზე გადახდის გრაფიკის გაკეთება?

შესაძლებელია. 1 ნოემბრამდე გადასახდელ საგადასახადო დავალიანების თანხაზე შესაძლებელი იქნება გადახდის გრაფიკის გაკეთება საგადასახდო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 და მე-81 ნაწილების შესაბამისად.

6. დაეკისრება თუ არა პირს აღნიშნულ გადასახადებზე საურავი და დაექვემდებარება თუ არა შემდგომ გადაანგარიშებას?

პირს საშეღავათო პერიოდზე დაერიცხება საურავი, რომელიც დაექვემდებარება სრულად გადაანგარიშებას და ჩამოწერას საშეღავათო პერიოდის (1 ნოემბერი) დასრულების შემდგომ.

7. განხორციელდება საშეღავათო პერიოდზე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ღონისძიებები?

ზემოაღნიშნულ გადასახადების ნაწილში წარმოშობილ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად ღონისძიებები არ განხორციელდება.

8. როგორ უნდა ისარგებლოს პირმა აღნიშნული შეღავათით?

აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით პირმა გადამხდელის პორტალიდან ელექტრონული ფორმით, შესაბამისი განცხადებით, (განცხადების სახელწოდება: საშემოსავლო და ქონების გადასახადში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადება. იხილეთ ბმული: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721) უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი დასტურის მიღების შემდეგ პირს ექნება აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება.

მსგავსი სიახლეები

ყვარელში 16 ჰექტარ ფართობზე ახალი, ზეთის ხილის ბაღები გაშენდა

ადმინისტრატორი

საქართველოს მომავალ წელს 3 ეკონომიკური ატაშე ეყოლება

ადმინისტრატორი

წელს კახეთის რეგიონეში ყურძნის ჭარბ მოსავლიანობას ელიან

ადმინისტრატორი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ღვინის ექსპორტი 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა

ადმინისტრატორი

25 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რიგგარეშე სხდომას გამართავს

ადმინისტრატორი

ივანე მაჭავარიანის თქმით, ფინანსთა სამინისტრო ინდექსაციის კანონპროექტს პარლამენტში რამდენიმე კვირიაში წარადგენს

ადმინისტრატორი