სამართალი

სამართალდამცავები პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი შვილის ავტომობილს ჩხრეკენ

სამართალდამცავები მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი შვილის ავტომანქანას ჩხრეკენ. სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ქავჭავაძის გამზირზე ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისშიც ჩაატარეს.

არსებული ინფორმაციით, ბურჭულაძეების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

ცნობისთვის, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ნინო ლომჯარია: გამოძიება უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით

ადმინისტრატორი

უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება პარლამენტში

ადმინისტრატორი

მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა იწყება

ადმინისტრატორი

ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება დაიწყო

ადმინისტრატორი

დიმიტრი საძაგლიშვილის მტკიცებით პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი საქმის მასალების შესწავლის გარეშე წარუდგინა

ადმინისტრატორი

შსს-ს კინოლოგიური პროექტი “K9”-ის ფარგლებში გადაეცა სპეციალური ავტომანქანა ვოლიერებით

ადმინისტრატორი