საზოგადოება

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის უკვე დაახლოებით 1700-მდე კონტაქტი იკვეთება – აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება.

მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე. აქედან 90 უშუალო კონტაქტია.

„მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და მათი ყველას გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“ ,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსი მარნეულში შუა ხნის ქალს დაუდასტურდა. ამ შემთხვევაში ინფიცირების უშუალო წყარო ცნობილი არ არის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს უცვლელი რჩება

ადმინისტრატორი

ქარტიისა და 28 მედიასაშუალების მიმართვა პრემიერ-მინისტრს

ადმინისტრატორი

სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება

ადმინისტრატორი

სექტემბრიდან VII კლასს ახალი სავალდებულო საგანი – მოქალაქეობა დაემატება

ადმინისტრატორი

თბილისში 17-18 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ადმინისტრატორი

კახა კალაძე ვიდეოდიალოგის საშუალებით, მოსახლეობის კითხვებს პასუხობს

ადმინისტრატორი