ეკონომიკა

სამედიცინო პერსონალის სპეციალური ეკიპირებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ჯამში 456 820 ლარია დახარჯული.

უფრო კონკრეტულად კი, შესყიდულია სხვადასხვა სახის კომბინიზონები, მათ შორის 4 000 ცალი პერსონალური ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი, რომლის ჯამური ღირებულება 116 000 ლარია, ასევე 450 500 ერთეული ქირურგიული სამშრიანი ნიღაბი, რაშიც 40 000 ლარამდეა გადახდილი, 15 000-მდე დამცავი სათვალე, რომელზეც 132 300 ლარი დაიხარჯა. ასევე შეძენილია ბახილები და რესპირატორები.

ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, მრავალჯერადად გამოიყენება თუ არა სამედიცინო ეკიპირება, უწყებაში აღნიშნავენ, რომ „ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისათვის საჭირო აღჭურვილობის/ეკიპირების გამოყენება ხორციელდება ერთჯერადად“.

მსგავსი სიახლეები

ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ ქვეყანაში მოქმედ ტუროპერატორებს უმსაპინძლა

ადმინისტრატორი

ბიძინა ივანიშვილი: მივიღე გადაწყვეტილება სათავეში ჩავუდგე წყალტუბოს აღორძინების პროექტს

ადმინისტრატორი

ქვეშეთი-კობის მისასვლელი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ადმინისტრატორი

გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ურთიერთშეთანხმებას მოაწერეს ხელი

ადმინისტრატორი

ეკატერინე მიქაბაძე: 2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი მნიშვნელოვნად 17.5 პროცენტით გაიზარდა

ადმინისტრატორი

თავდაცვის სამინისტროსა და ჩაფიძის კლინიკას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ადმინისტრატორი