ეკონომიკა

სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულებს და მეტროს მემანქანეებს პირბადეები დაურიგდებათ

პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრებს ტემპს და ეწყობა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პირბადეების მწარმოებელ საწარმო „მოვი“ -ში განაცხადა, სადაც ადგილზე გაეცნო პირბადეების წარმოების პროცესს. მინისტრმა იმ პრიორიტეტულ კატეგორიებზე ისაუბრა, რომლებსაც პირბადეები უფასოდ ურიგდებათ.

მისი თქმით,შემდეგ ეტაპზე პირბადეები სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულებს, ასევე მეტროს მემანქანეებს დაურიგდებათ.

„აქამდე საჭიროების არარსებობის გამო არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, თუმცა ძალიან სწრაფად მოვახერხეთ ორგანიზება. სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება პროგრამაში. ნედლეული შემოდის უცხოეთიდან და ვცდილობთ ეს მიწოდება ავაწყოთ და პირბადე მივაწოდოთ ყველა იმ კატეგორიას, ვისთვისაც ეს საჭიროა. დიდი დეფიციტია და ამიტომაც დავიწყეთ წარმოება“,-აღნიშნა თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრი იმედოვნებს, რომ პირბადეების რეალიზაცია მალე დაიწყება და ამასთან აცხადებს, რომ ეს ფასის კონტროლით მოხდება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას, რომ პირბადეები გაყიდვაში გამოჩნდეს, თუმცა ფასების კონტროლით. კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ პირბადეების საჭიროება გაქრება, თუმცა ჩვენ ერთი გაკვეთილი გამოვიტანეთ, ყოველთვის ეს მარაგი ჩვენივე წარმოების უნდა გვქონდეს და ეს ასეც იქნება“,- აცხადებს მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

სექტემბერში ბათუმი- ფოთს შორის რეგულარული საზღვაო-საკონტენიერო ხაზი იფუნქციონირებს

ადმინისტრატორი

Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% შეისყიდა

ადმინისტრატორი

მზად ვართ, რომ უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკასა და ბიზნესს – ნათია თურნავა

ადმინისტრატორი

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა

ადმინისტრატორი

პარლამენტი მინიმალური ხელფასის კანონზე დაიწყებს მსჯელობას

ადმინისტრატორი

ნათია თურნავა: კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია “ინდიგოსთან” მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

ადმინისტრატორი