პოლიტიკა

მთავრობას რამდენიმე სიტუაციაში მოქმედების გეგმა აქვს – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მოქალაქეებს და მათ შორის მედიას მიმართავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის ინსპირირების საჭიროება არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსთან საბრძოლველად გლობალური, საერთო სტრატეგიაა საჭირო.

„მთავარი არის ერთი რამ, რაც მინდა ყველას გთხოვოთ, განსაკუთრებით მედიასაშუალებებს, რომ პანიკის ინსპირირების საჭიროება არ არსებობს. ეს პანიკა მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე მოქმედებს და შეიძლება, მომავალ დღეებში ცალკე გამოწვევა იყოს. იცით, რომ დღეს მსოფლიო ძალიან აქტიურად მსჯელობს ერთობლივ მოქმედებაზე. ეს იმ ტიპის გამოწვევაა, სადაც გლობალური, საერთო სტრატეგიაა საჭირო და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამოუკიდებლად და საკუთარი პრობლემის მოგვარების მიზნით არ იმოქმედებენ და ერთიანი სტრატეგია იქნება შემუშავებული, რადგან აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ერთმა ქვეყანამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. მსოფლიო ჩვეულებრივი ცხოვრების წესს უნდა დაუბრუნდეს, რაც ყველას გვჭირდება. ეკონომიკური, განვითარების თვალსაზრისით და ბოლოს და ბოლოს, ნორმალური ცხოვრებისთვის“,-განაცხადა სესიაშვილმა.

მისი განმარტებით, მთავრობა სიტუაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას და მოქმედებს.

„ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როცა მთავრობას რამდენიმე სიტუაციაში მოქმედების გეგმა აქვს და შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით მოქმედებენ, მათ შორის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობამ გამაცნო ის პროტოკოლი, რა მოქმედების გეგმა აქვთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ პროცესის მიხედვით ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომ სიტუაციის ნორმალიზაცია მოვახდინოთ“,- განაცხადა სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე

ადმინისტრატორი

ვწუხვარ, რომ კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა, მაგრამ მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს – არჩილ თალაკვაძე უგულავაზე

ადმინისტრატორი

სისტემამ მოკლა 15 წლის ლუკა სირაძე – მიხეილ სააკაშვილი

ადმინისტრატორი

ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მივიდა

ადმინისტრატორი

არჩილ თალაკვაძე: პარტიების დაფინანსების ახალ მოდელზე და სარეკლამო დროის განაწილებაზე შეთანხმება მიღწეულია

ადმინისტრატორი

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების მიხედვით 2004 წელს სააკაშვილისგან მიიღო დავალება, დაეწყო მოლაპარაკებები რუსთავი2 -ის დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ

ადმინისტრატორი