პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება, რაც პრაქტიკულად დაამტკიცებს დეკლარირებული ფასეულობებისადმი ერთგულებას.

“ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწერით საძირკველი ჩაუყარეს დღევანდელ ევროკავშირს, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ევროპის ერთიანობას, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობას ეფუძნება.

სიმბოლურია, რომ სწორედ რომში დათქმული მთავარი პრინციპებისადმი ერთგულებამ დღეს უნდა მოგვცეს ძალა და იმედი, რომ მალე გავუმკლავდებით ვირუსის – COVID -19-ის სახელით დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარ უმწვავეს გამოწვევას.

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება, რაც პრაქტიკულად დაამტკიცებს დეკლარირებული ფასეულობებისადმი ერთგულებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ არსებული ვითარება გამოყენებული იქნას ევროკავშირის მთავარი ღირებულელების მიმართ ნიჰილიზმის გასაღვივებლად.

საქართველო, როგორც ევროპული ოჯახის წევრი და ევროკავშირის სანდო პარტნიორი, სრულად იზიარებს ამ სულისკვეთებას! ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ!” -ნათქვამია დავით ზალკალიანის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების გადაწყვეტილებებს აქციით გააპროტესტებს

ადმინისტრატორი

არჩილ თალაკვაძე: წყალტუბოს აღორძინების პროექტი ძლიერი და წარმატებული საქართველოს სიმბოლოა

ადმინისტრატორი

არაუგვიანეს ორშაბათისა გეცოდინებათ ყველა საკადრო ცვლილების შესახებ – არჩილ თალაკვაძე

ადმინისტრატორი

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ ტაქსების რეფორმა ჩაშლილია და რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ

ადმინისტრატორი

მარკ ესპერი – მადლობელი ვართ საქართველოსი, გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის

ადმინისტრატორი

დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნები უარს ამბობენ კორუფციაში ბრალდებულებს პოლიტიკურ თავშესაფარი მისცენ

ადმინისტრატორი